Accessibility links

logo-print

ახმედ ჩატაევი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს


დღეს 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს ახმედ ჩატაევი, რომელიც დაკავებულ იქნა 2012 წლის სექტემბერში, ლოპოტის ხეობაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ. პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. მიმდინარე კვირაში თბილისში გაიმართა საპროტესტო აქცია პანკისის ხეობის მკვიდრი ჩეჩნების მონაწილეობით და პატიმრობიდან ჩატაევის გათავისუფლების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG