Accessibility links

ირანში მიწისძვრამ შეიწირა, სულ ცოტა, რვა ადამიანი


ირანში, სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა 5,5 სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად. საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ ცნობით, დაშავდა 12 ადამიანი. იუწყებიან აგრეთვე, რომ აღმოსავლეთში მდებარე სამხრეთ ხორასნის პროვინციაში, ზოჰანის რაიონში შენობები დაინგრა. ირანის საგანგებო მდგომარეობათა სამსახურის დირექტორის მოადგილის ცნობით, მაშველების ჯგუფები ჩადიან დაზარალებულ რეგიონში, სადაც დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, მეტი იყოს.
XS
SM
MD
LG