Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი ნატოსა და აშშ-ს აკრიტიკებს ავღანეთში უსაფრთხოების პრობლემების გამო


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ნატოსა და აშშ-ს აკრიტიკებს მის ქვეყანაში უსაფრთხოების მზარდი პრობლემების გამო. ამერიკულ ტელეარხ NBC-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, კარზაიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ უსაფრთხოების მხრივ მძიმე ვითარების მიზეზია, თალიბანის თავდასხმებთან ერთად, „სტრუქტურები, რომლებიც ნატომ და აშშ-მა შექმნეს ავღანეთში“. პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების სფეროში დასავლეთის კერძო კომპანიებისა და კონტრაქტორების ქმედებამ დიდი უკმაყოფილება და საფრთხის განცდა გააჩინა ავღანელებში. იქვე კარზაიმ ვაშინგტონი დაადანაშაულა, რომ ის პატივს არ სცემს ქაბულის სუვერენიტეტს და ამით არღვევს შარშან გაფორმებულ შეთანხმებას აშშ-ავღანეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
XS
SM
MD
LG