Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის ჯარი დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდებს


ეგვიპტის ჯარმა კაიროში, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბანაკებულ დემონსტრანტებს უბრძანა დაიშალონ. ამ ტერიტორიაზე პრეზიდენტ მუჰამედ მურსის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებები იყო. ოთხშაბათს, მთელი ღამის მანძილზე გაგრძელებულ ძალადობას სულ მცირე 5 ადამიანი შეეწირა და რამდენიმე ასეული დაიჭრა. დღეს უფრო ადრე პრეზიდენტის სასახლესთან ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები განათავსეს. პრეზიდენტ მუჰამად მურსის მოწინააღმდეგეები აპროტესტებენ გასულ თვეში მიღებულ დეკრეტს, რომელიც თითქმის შეუზღუდავ ძალაუფლებას ანიჭებს პრეზიდენტს. აპროტესტებენ აგრეთვე ახალი კონსტიტუციის პროექტს, რომელიც საკონსტიტუციო ასამბლეამ დაამტკიცა შესაბამისი საჯარო კონსულტაციების გარეშე. ეგვიპტეში 15 დეკემბერს უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი ახალი კონსტიტუციის პროექტზე.
XS
SM
MD
LG