Accessibility links

logo-print

კლინტონმა და ლავროვმა სირიაზე იმსჯელეს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დუბლინში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს და სირიის საკითხზე იმსჯელეს. შეხვედრაში მონაწილეობდა საერთაშორისო წარგზავნილი სირიის საკითხებში ლახდარ ბრაჰიმი. მან განაცხადა, რომ შეხვედრაზე რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, თუმცა, მისი თქმით, იყო სირიის საკითხისადმი ”შემოქმედებითი” მიდგომის მცდელობა. ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს ბაშარ ასადის გადადგომა სურთ. რუსეთი აცხადებს, რომ სირიის ბედი ქვეყნის გარეთ არ უნდა გადაწყდეს. სირიაში მიმდინარე კონფლიქტს დღემდე დაახლოებით 38000 ადამიანი შეეწირა. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები განგებ ავრცელებენ ჭორს იმის შესახებ, რომ სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ემზადება, რომ შექმნან წინაპირობა სირიაში გარე ძალის შესვლისთვის. სირიიდან კი ვრცელდება ცნობები, რომ გრძელდება შეტაკებები დამასკიდან საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი მთავარი გზის გასწვრივ.
XS
SM
MD
LG