Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პრეზიდენტი ოპონენტებს სთავაზობს ”ეროვნული დიალოგის” დაწყებას


ეგვიპტის პრეზიდენტი მუჰამედ მურსი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ოპონენტებს ”ეროვნული დიალოგის” დაწყებას სთავაზობს. მურსიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ახალ კონსტიტუციაზე რეფერენდუმი გეგმის მიხედვით, 15 დეკემბერს ჩატარდება. ეგვიპტის პრეზიდენტი თვლის, რომ შაბათს პოლიტიკურ ოპონენტებთან დაგეგმილ შეხვედრაზე შესაძლებელია გამოჩნდეს წინსვლის გზა. 22 ნოემბერს პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ დეკრეტის გამოცემას ეგვიპტეში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ოპონენტების უკმაყოფილება გაიზარდა ახალი კონსტიტუციის პროექტის წარმოდგენის შემდეგ.
XS
SM
MD
LG