Accessibility links

სერგეი ლავროვი ამერიკელ ჩინოსნებს ვიზებზე უარით ემუქრება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ვიზებს არ გასცემს აშშ-ის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც, მისი თქმით, ადამიანის უფლებებს არღვევენ. ლავროვის ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის სენატის სენატის გადაწყვეტილებას, რომლითაც სანქციები დაუწესდათ რუსეთის იმ ოფიციალურ პირებს, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ 2009 წელს კორუფციასთან მებრძოლი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის ციხეში სიკვდილის საქმესთან და ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის სხვა შემთხვევებთან. სანქციები ითვალისწინებს საქმეში ჩართული პირებისთვის აშშ-ის ვიზებზე უარის თქმას და აშშ-ში მათი ქონების გაყინვას. ინიციატივას ახლა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უნდა მოაწეროს ხელი. სენატის გადაწყვეტილებით გაუქმდა ”ცივი ომის” დროინდელი სავაჭრო შეზღუდვა. მოსკოვი უკმაყოფილოა სენატის გადაწყვეტილების სანქციების ნაწილით და საპასუხო ნაბიჯით იმუქრება. ხუთშაბათს დუბლინში, ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მან საქმის კურსში ჩააყენა ჰილარი კლინტონი მოსკოვის გეგმის შესახებ. რუსეთის საგარეო უწყებამ სენატის გადაწყვეტილებას ”აბსურდის თეატრის წარმოდგენა” უწოდა.
XS
SM
MD
LG