Accessibility links

logo-print

იგეგმება დევნილების გამოსახლება პოლიციის ძალის გამოყენებით


ოკუპირებული ტეროტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, დავით დარახველის განცხადებით, სხვადასხვა შენობაში შეჭრილ დევნილებს ძალის გამოყენებით გამოასახლებენ. მათგან განსაკუთრებით გაჭირვებულებს კი ექვსი თვის განმავლობაში 200 ლარს გადაუხდიან. სამინისტროს მონაცემებით, 700-მდე ადამიანი 53 ობიექტშია შეჭრილი. ამ ადამიანების თქმით, მათ ტერიტორიის დაკავება უკიდურესმა გაჭირვებამ აიძულა.

XS
SM
MD
LG