Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართველ მუსლიმთა კავშირი": შეუწყნარებლობის გამოხატვამ ტენდენციის ხასიათი მიიღო


"ქართველ მუსლიმთა კავშირმა" პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საპატრიარქოს და საქართველოს მოსახლეობას მიმართა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სოფელ წინწყაროში ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს მუსლიმანთა პარასკევის ლოცვის შეწყვეტასა და მეჩეთზე უარის თქმას. ”საქართველოს მუსლიმებისადმი უკიდურესი შეუწყნარებლობის გამოხატვამ ტენდენციის ხასიათი მიიღო და მათ მიმართ გამუდმებით ისმის მუქარა და შეურაცხყოფა”, - ნათქვამია მუსლიმანთა კავშირის განცხადებაში. ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს პარლამენტის ზოგიერთი წევრის არაკომპეტენტური განცხადებაც, რომელიც ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს. ”მოცემულ მდგომარეობას ვაფასებთ, როგორც საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების რეალიზების მხრივ კრახის ტოლფასად, რაც ნეგატიურად იმოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე”, - ნათქვამია განცხადებაში. ”ქართველ მუსლიმთა კავშირი” იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა, პარლამენტი და სამართალდამცავი ორგანოები მიიღებენ შესაბამის ზომებს, ხოლო უფლებადამცველი ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი აქტიურად ჩაერთვებიან და მუსლიმან მრევლს მისცემენ საშუალებას შეასრულოს პარასკევის ტრადიციული ლოცვა. ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს ყველა მოქალაქეს, გამოხატოს სოლიდარობა მუსლიმანებისადმი, რათა საფრთხის ქვეშ არ დადგეს რელიგიებს შორის მშვიდობა, საიმედოდ იყოს დაცული აღმსარებლობის თავისუფლება და თითოეული მუსლიმანი მოქალაქის უსაფრთხოება.
XS
SM
MD
LG