Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზანში 800-მდე დელეგატი მონაწილეობს თათართა მსოფლიო კონგრესში


ყაზანში დაიწყო თათართა მსოფლიო კონგრესი, რომელიც ოთხ დღეს გასტანს. თათრეთის დედაქალაქს ესტუმრა 800-მდე დელეგატი რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან და უცხოეთიდან. ფორუმის დელეგატთა ყურადღების ცენტრშია განათლების ახალი კანონი, რომელიც მომავალ კვირაში უნდა განიხილოს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ. ახალი კანონი, თუ ის მიიღეს, საშუალებას მისცემს მშობლებს, თავად გადაწყვიტონ, ასწავლონ თუ არა შვილებს ადგილობრივი მოსახლეობის ენები, ამ შემთხვევაში თათრული.
XS
SM
MD
LG