Accessibility links

შვედური ჰუმანიტარული ორგანიზაცია ბრალს სდებს ნატოს


ავღანეთში მოქმედი შვედური ჰუმანიტარული ორგანიზაციის - „შვედური კომიტეტი ავღანეთისთვის“ - განცხადებით, ოქტომბერში ნატოსა და ავღანეთის არმიის ჯარისკაცები თავს დაესხნენ მათს საავადმყოფოს ავღანეთის ვარდაკის პროვინციაში და რამდენიმე დღით დაიკავეს იგი. ორგანიზაციის თანახმად, ჯარისკაცებს სამი დღე დაკავებული ჰყავდათ სამოქალაქო პირები და საავადმყოფოს თანამშრომლები და შენობას იყენებდნენ საბრძოლო საყრდენ პუნქტად. კომიტეტის ხელმძღვანელთა თქმით, მათ პროტესტი გამოხატეს ნატოს მიმართ, რომლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღიარა კიდეც, რომ ინციდენტი საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო. ნატოს წარმომადგენელმა, გენერალმა გიუნტერ კაცმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჯარისკაცები შენობაში შევიდნენ, რათა მტრის ცეცხლისგან თავი დაეცვათ. კაცისვე თქმით, მათ არ იცოდნენ, რომ შენობაში მოთავსებული იყო საავადმყოფო, რადგან ის აღჭურვილი არ ყოფილა შესაბამისი აბრით.
XS
SM
MD
LG