Accessibility links

logo-print

კლინტონი სირიის საკითხზე ერთობლივი ძალებით მოქმედების მოწოდებით გამოდის


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი სირიაზე გავლენის მქონე ყველა საერთაშორისო მოთამაშეს მოუწოდებს ერთობლივი ძალებით იმოქმედონ ამ ქვეყანაში უკვე 21 თვის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების მიზნით. კლინტონის თქმით, გარღვევა არ მოჰყოლია დუბლინში ხუთშაბათს გამართულ მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და გაეროს სამშვიდობო წარგზავნილთან, ლახდარ ბრაჰიმისთან. თუმცა მან ასევე დასძინა, რომ აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ სირიაში ყველა მხარესთან ერთობლივად გასწიონ შუამავლობა, რათა პოლიტიკურ ცვლილებებს შეეწყოს ხელი. კლინტონის თქმით, იმისათვის, რომ სირიას დემოკრატიული მომავალი ჰქონდეს, ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი.
XS
SM
MD
LG