Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს მზად აქვს აშშ-ის მოქალაქეთა „შავი სია“


იმ ამერიკელების სია, რომლებსაც უარი უნდა ეთქვათ რუსეთში მოგზაურობაზე, რუსეთს მზად აქვს. ეს განაცხადა რუსეთის სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა. პუშკოვის თქმით, ამ სიაში ის პირები არიან შეტანილი, რომლებიც რუსეთის აზრით, არღვევდნენ ადამიანის უფლებებს. ეს განცხადება გაკეთდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის სენატმა მიიღო „მაგნიტსკის აქტი“, რომლის თანახმად, სანქციები დაუწესდათ რუსეთის იმ ოფიციალურ პირებს, რომლებმაც დაარღვიეს ადამიანის უფლებები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავდა ვიზები არ მიეცა იმ ამერიკელებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ.
XS
SM
MD
LG