Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლუსკონის კვლავ სურს არჩევნებში მონაწილეობა


იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ კვლავ სურს მიიღოს მონაწილეობა საყოველთაო არჩევნებში. მისი თქმით, პარტია „თავისუფლების ხალხი“ გაისად აპირებს იტალიის ბიუჯეტი დაამტკიცოს.
ეს განცხადება, რომ ბერლუსკონის სურს მეექვსედ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, გაკეთდა მას მერე, რაც ორი დღის წინ მისმა პარტიამ უარი თქვა, მხარი დაუჭიროს მმართველ, მარიო მონტის მთავრობას. ამან შესაძლებლობა მოიტანა მოეწყოს ვადამდელი არჩევნები დეპუტატების მანდატის ვადის გასვლამდე რამდენიმე თვით ადრე. შემოდგომაზე მილანის სასამართლომ დამნაშავედ სცნო ყოფილი პრემიერი საფინანსო თაღლითობაში და მიუსაჯა ოთხი წლით პატიმრობა ამნისტიის შესაბამისად ერთ წლამდე შემცირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამასთან ერთად, განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ ბერლუსკონი ვერ შეძლებს ხუთი წლით სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას. ეს აკრძალვა ამოქმედდება მაშინ, როცა ბერლუსკონის მიმართ გამოტანილი იქნება საბოლოო განაჩენი, რომელიც თუ გასაჩივრება მოხდა, ზემდგომმა სასამართლოებმა უნდა დაამტკიცონ.
XS
SM
MD
LG