Accessibility links

logo-print

ნელსონ მანდელა საავადმყოფოში მოათავსეს


სამხრეთ-აფრიკის რუსპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ნელსონ მანდელა პრეტორიის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს გამოკვლევისთვის. ჰოსპიტალიზაციის მიზეზებზე არაფერს იუწყებიან. ის დღეს მოინახულა რესუბლიკის პრეზიდენტმა, ჯეიკობ ზუმამ, რომელმაც თქვა, რომ მანდელა თავს კარგად გრძნობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, სოლიდური ასაკის გამო, მანდელას ხანდახან უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა. ნელსონ მანდელამ 27 წელიწადი გაატარა ციხეში აპარტეიდის რეჟიმის დროს. ის 1994 წელს გაახდა თავისი ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG