Accessibility links

logo-print

დააკავეს ფირმა „სანი“-ს მფლობელი


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო სამსახურმა დააკავა და პასუხისგებაში მისცა ფირმა „სანი“-ს მფლობელი, ბიზნესმენი სერიოჟა გვარამია.
როგორც “მედიანიუსს” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გვარამიას საქმეზე საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება. საქმე ეხება შ.პ.ს “სანი“-ს ხელმძღვანელი პირების მხრიდან ყალბი საბუღალტრო დოკუმენტების გამოყენებით ფულადი თანხების მითვისებაში ეჭვს. "სანი“ ძირითადად დაკავებულია საამშენებლო საქმიანობით. მას 2010-2012 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 52 მილიონი ლარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა საამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად. კერძოდ: ჩხოროწყუ-ტალერის გზის მონაკვეთის მშენებლობა, ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს გზის მონაკვეთის მშენებლობა, ქ. ზუგდიდის შიდა ქუჩების მშენებლობა, ქ. ფოთში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებისთვის თვრამეტი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, ანაკლიისა და განმუხურის ბულვარების მშენებლობა, ანაკლიაში სასტუმრო ,,ოქროს საწმისი“-ს და იახტკლუბის მშენებლობა და სხვა.
XS
SM
MD
LG