Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დემონსტრანტებმა იერიში სცადეს ირანის საკონსულოზე


ავღანეთის ქალაქ ჰერათში 200 დემონსტრანტი შეეცადა იერიში მიეტანა ირანის საკონსულოზე. დემონსტრანტები განარისხა ცნობამ, რომ სავარაუდოდ, ირანში უშიშროების ძალებმა, სამი თვის წინ დახოცეს ავღანელი ემიგრანტები. ბრბომ ქვები დაუშინა საკონსულოს, ჩაიმსხვრა შენობის ფანჯრები. უშიშროების ძალებმა შეტევა მოიგერიეს ჰაერში გამაფრთხილებელი სროლით. დემონსტრანტებმა ირანს მუწოდეს, გადასცეს მათ დახოცილთა გვამები. სავარაუდოდ ლაპარაკია 13 პირზე, რომლებიც ავღინეთიდან ირანში საზღვრის გადაკვეთას ლამობდნენ. ირანში ორ მილიონამდე ავღანელი იმიგრანტი და უკანონო ლტოლვილი სახლობს.
XS
SM
MD
LG