Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ ნორვეგიაში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას გადასცემენ ევროპის კავშირის ლიდერებს


ევროპის კავშირის ლიდერები ხვალ ნორვეგიის დედაქალაქში, ოსლოში, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მიიღებენ. პრესტიჟულ პრემიას მათ გადასცემს ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე, თორბიორნ იაგლანდი. ჯილდოს მისაღებად ოსლოში ჩადიან ევროკავშირის საბჭოს თამჯდომარე ჰერმან ვან რუმპე, ევროკომიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზუ, ასევე ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე, მარტინ შულცი. ოსლოს საქალაქო დარბაზში პრემიის გადაცემის ცერემონიას დაესწრებიან ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების 20-მდე ლიდერი, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი და სხვები. ევროპის კავშირს ნობელის პრემია მიენიჭა „კონიტენტზე მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის მრავალწლიანი ძალისხმევისათვის“. სახელმწიფოთა მეთაურების ოსლოში ჩასვლას თან ახლდა ევროკაშირის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები. ნორვეგიამ ორჯერ მისცა ხმა ევროპის კავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ.
XS
SM
MD
LG