Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი: მომავალ არჩევნებში სერიოზული კონკურენტი ვერ გვეყოლება


”თუ ასე გაგრძელდა, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებში ჩვენ სერიოზული კონკურენტი ვერ გვეყოლება” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, კოალიციის შიგნით კონკურენცია უნდა გაღრმავდეს, თუმცა გუნდურობის პრინციპი მაინც უნდა შენარჩუნდეს. მის ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა, რომელმაც თქვა - ივანიშვილმა პრაქტიკულად გაახმოვანა სამთავრობო გეგმა, რომელსაც სახელად ჰქვია "ერთპარტიული მმართველობის დამყარება მთლიანად საქართველოზეო".
XS
SM
MD
LG