Accessibility links

logo-print

ახალი ომბუდსმენი სამსახურს შეუდგა


საქართველოს ახალმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა უფლებამოსილების განხორციელება დაიწყო. ის დღეს სახალხო დამცველის ოფისში მივიდა და თანამშრომლები გაიცნო. საკანონმდებლო ორგანომ 82 ხმით უჩა ნანუაშვილი გასულ კვირას ხუთი წლის ვადით დაამტკიცა. იგი საპარლამენტო უმრავლესობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
XS
SM
MD
LG