Accessibility links

logo-print

საქართველომ სუამის თავმჯდომარეობა ჩაიბარა


რამდენიმე დღის წინ დუბლინში ჩატარებულ სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, საქართველომ 2013 წელს სუამის თავმჯდომარეობა ჩაიბარა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მან ტქვა, რომ ორგანიზაცია გაფართოების კუთხით გააგრძელებს მუსაობას. ”ეს შეეხება სამხრეთ კორეასთან ურთიერთობას, რომელიც შეიძლება სუამის ახალი პარტნიორი გახდეს", - განაცხადა ფანჯიკიძემ. მანვე თქვა, რომ ორგანიზაციის მიმართულებები და პრიორიტეტები იგივე დარჩება.
XS
SM
MD
LG