Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს ორი ოფიციალური პირი


ავღანეთში ორი თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ ადგილობრივი პოლიციის უფროსი და ქალთა საკითხების დეპარტამენტის წარმომადგენელი. ოფიციალური პირების ცნობით, სამხრეთში მდებარე ნიმროზის პროვინციის უფროსი, გენერალი მუჰამად მუსა რასული დღეს შინ მიემგზავრებოდა მეზობელი ჰერათის პროვინციიდან, როცა მისი ავტომანქანა გზის პირას ჩადებულ ბომბზე აფეთქდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანის წარმომადგენელმა. ხოლო აღმოსავლეთ ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ლაღმანის პროვინციის ქალთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, ნადია სიდიყი, როცა ის დილით სამსახურში მიდიოდა. სიდიყიმ დეპარტამენტის უფროსის პოსტი დაიკავა მას შემდეგ, რაც ივლისში მოკლეს მისი წინამორბედი. მის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრიან, მაგრამ ვარაუდობენ, რომ თავდასხმა მოაწყეს თალიბმა მეამბოხეებმა, რომლებიც აწარმოებენ ბრძოლას ავღანეთის ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG