Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მარია დელ კარმენ 2”-ის ეკიპაჟის ქართველმა მეზღვაურებმა გაავრცელეს წერილი


პანამის სანაპიროსთან მყოფი ნიგერიული გემის ”მარია დელ კარმენ 2”-ის ეკიპაჟის ქართველმა მეზღვაურებმა გაავრცელეს წერილი, რომლის თანახმად, მათ ბოლო 2 დღეა აღარ აქვთ საკვები, ძირითადი გენერატორების დაზიანების გამო კი გემზე შეწყვეტილია ენერგომომარაგება და კონდიცირება, მაშინ როდესაც პერიოდულად ჰაერის ტემპერატურა + 40 გრადუსს აღწევს. მეზღვაურები აღნიშნავენ, რომ გენერატორების შეკეთება შეუძლებელია, რადგან გემზე არ არის შესაბამისი სათადარიგო ნაწილები და ხელსაწყოები, რომლებსაც ეკიპაჟი გემთმფლობელისგან დღემდე უშედეგოდ მოითხოვს. წერილში ნათქვამია, რომ ეკიპაჟის წევრებს უკვე რამდენიმე თვეა კუთვნილი ხელფასი არ მიუღიათ. მეზღვაურები უარყოფენ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ცნობას, რომ გემზე ყველა პრობლემა მოგვარებულია და რომ ეკიპაჟის ზოგიერთმა წევრმა არ შეასრულა კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაო. მეზღვაურები აღნიშნავენ, რომ მათ მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინეს მხოლოდ მექსიკაში საქართველოს ელჩმა და კონსულმა, და მედიას სთხოვენ, ინფორმაცია მათი მძიმე მდგოამრეობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მიაწოდონ.
XS
SM
MD
LG