Accessibility links

logo-print

შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა სოფელ დუისის მოსახლეობას


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პანკისის ხეობაში შეხვდა სოფელ დუისის მოსახლეობას. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას, რომლის მთავარი თემა იყო ლაფანყურის ინციდენტის გამოძიება, დუისელებმა ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარი ვერსიები გააცნეს. შინაგან საქმეთა მინისტრი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართება და მას პირადად გააკონტროლებს. მოსახლეობასთან საუბრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა დუისის მეჩეთი დაათვალიერა და იმამს საჩუქრად ყურანი და ხალიჩა გადასცა.
XS
SM
MD
LG