Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში კატასტროფა განიცადა რუსეთის სასაზღვრო ძალების ვერტმფრენმა


ოკუპირებულ აფხაზეთში კატასტროფა განიცადა რუსეთის სასაზღვრო ძალების კუთვნილმა მი-8 ტიპის ვერტმფრენმა. სააგენტო ინტერფაქსი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ რიწის ტბასთან მომხდარი კატასტროფის შედეგად დაშავდა ვერტმფრენში მყოფი 4 მესაზღვრე. ამავე წყაროს ინფორმაციით, კატასტროფის რაიონში გაიგზავნა ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი. განცხადება გაავრცელა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა, რომლის ინფორმაციით, რუსული ვერტმფრენი გაუმართაობის გამო იძულებით დაეშვა გაგრის რაიონის მაღალმთიან სოფელ აიბგასთან. ამავე სამსახურის ცნობით, საგანგებო შემთხვევის შედეგად ოთხმა მესაზღვრემ საშუალო სიმძიმის ტრავმა მიიღო.
XS
SM
MD
LG