Accessibility links

ევროკავშირის ლიდერებს გადასცეს მშვიდობის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია


ევროკავშირის ლიდერებს ოფიციალურად გადასცეს მშვიდობის დარგში ნობელის 2012 წლის პრემია. დღეს ოსლოში გამართულ ცერემონიაზე, ევროკავშირის სამი მთავარი ინსტიტუტის - ევროპის საბჭოს, ევროპის კომისიისა და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტებმა ჰერმან ვან რუმპემ, ჟოზე მანუელ ბაროზუმ და მარტინ შულცმა ევროკავშირის 27 წევრის სახელით მიიღეს პრემია. მათ ჯილდო გადასცა ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, ტორნბიორნ იაგლანდმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის როლზე მშვიდობის შენარჩუნების საქმეში კონტინენტზე ორი მსოფლიო ომის შემდეგ. ნობელის პრემიას უკავშირდება ფულადი ჯილდო, 1,25 მილიონი დოლარი, რომელსაც ევროკავშირი გადაურიცხავს პროექტებს საომარ ზონებში მყოფი ბავშვების დასახმარებლად. ევროკავშირისათვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭებას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, რომელთა აზრითაც, ევროკავშირი არ იმსახურებს ასეთ ჯილდოს. სახელმწიფოთა მეთაურების ოსლოში ჩასვლას თან ახლდა ევროკაშირის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები.
XS
SM
MD
LG