Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მიმართავენ ზომას აშშ-ში მაგნიტსკის კანონპროექტზე საპასუხოდ


რუსმა კანონმდებლებმა სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს შეერთებული შტატების მოქალაქეების წინააღმდეგ, თუ ისინი არღვევენ რუსეთის მოქალაქეების უფლებებს. კონონპროექტი ითვალისწინებს ასეთი ამერიკელი მოქალაქეებისათვის რუსეთის ვიზაზე უარის თქმას და რუსეთში მათი ანგარიშების გაყინვას. კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში. საქმე ეხება საპასუხო ზომას მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების სენატმა 6 დეკემბერს დაამტკიცა ე.წ. მაგნიტსკის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის ვიზაზე უარის თქმას და ანგარიშების გაყინვას ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული რუსი ოფიციალური პირებისათვის. მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხელს მოაწერს კანონპროექტს, რომელიც ამის შედეგად კანონი გახდება. რუსი ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს გარდაიცვალა მოსკოვში, წინასწარ პატიმრობაში. უფლებადამცველები კრემლს ადანაშაულებენ, რომ არ მიმართავს სათანადო ზომებს მაგნიტსკის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG