Accessibility links

logo-print

თურქეთში ყველაზე მეტი ჟურნალისტია დაკავებული


”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა” დღეს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ციხეში რეკორდული რაოდენობის ჟურნალისტი იმყოფება. ნატოს წევრ თურქეთში ყველაზე მეტი - 49 ჟურნალისტი იმყოფება საპატიმროებში. ამ კრიტერიუმით, მეორე ადგილზეა ირანი, სადაც 45 ჟურნალისტია დაპატიმრებული. ჩინეთი მესამეა - 32 დაპატიმრებული ჟურნალისტით. ”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” თანახმად, ჟურნალისტთა დასაპატიმრებლად ყველაზე ხშირად მთავრობები მათ ბრალს სდებენ ტერორიზმში, სამშობლოს ღალატსა და ხელისუფლების დამხობის მცდელობაში.
XS
SM
MD
LG