Accessibility links

logo-print

HSBC მზად არის ფულის გათეთრების ბრალდება თანხით გააბათილოს


აშშ-ის მედიის ცნობით, ბრიტანული საბანკო გიგანტი HSBC თანახმაა გადაიხადოს მილიარდ 900 მილიონი დოლარი ფულის გათეთრების ბრალდების გასაბათილებლად. ამერიკელი გამომძიებლები იკვლევენ მსოფლიოს პირველ ხუთეულში მყოფი ბანკის - HSBC-ს ბრალს - საერთაშორისო სანქციების მიუხედევად, ირანში მილიარდობით დოლარის გადარიცხვასა და მექსიკური ნარკოკარტელების თანხის გათეთრების მიზნით ამ თანხის აშშ-ის ფინანსურ სისტემაში გატარებაში. ”ასოშიეიტედ პრესისა” და ”უოლ სტრიტ ჯორნალის” ინფორმაციით, HSBC-ი გადაიხდის 1,2 მილიარდ დოლარზე მეტს გირაოს სახით და 650 მილიონ დოლარზე მეტს ჯარიმების სახით. გამოძიებასთან შეთანხმებით, HSBC აღიარებს დანაშაულს, თუმცა, თუკი ყველა პირობას შეასრულებს, მის მიმართ ძიება შეწყდება. ოფიციალური განცხადება დღესვე გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG