Accessibility links

ეგვიპტის სამხედროებთ კვლავ დიალოგისკენ მოწოდებით გამოვიდნენ


პოლიტიკური დიალოგისკენ მოწოდებით გამოვიდა ეგვიპტის თავდაცვის მინისტრი, გენერალი ფათახ ას-სისი. მან შესთავაზა დაპირისპირებულ მხარეებს, ოთხშაბათს განიხილონ ყველა უთანხმოება, რომლებმაც, მინისტრის თქმით, ქვეყანაში განხეთქილება ჩამოაგდო. მინისტრის მოწოდება გაისმა მაშინ, როცა კონსტიტუციის ახალი პროექტის გარშემო 15 დეკემბრისთვის დაგეგმილი რეფერენდუმის მომხრეებმა და მოწინააღმდეგებმა დემონსტროაციები მოაწყვეს კაიროში. კაიროში ცხრა ადამიანი დაშავდა პრეზიდენტ მუჰამად მურსის მომხრეებსა და ოპონენტებს შორის დაპირისპირების შედეგად. ოპოზიცია, რომელიც კაიროში საპროტესტო სვლებს ჩაატარებს, პრეზიდენტისაგან მოითხოვს, გააუქმოს 15 დეკემბრისათვის დანიშნული რეფერენდუმი ახალი კონსტიტუციის პროექტზე. ხოლო მურსის ისლამისტი მომხრეები მხარს უჭერენ რეფერენდუმის ჩატარების გეგმას. გუშინ მურსიმ სამხედრო ძალებს დაავალა, პოლიციასთან ერთად იზრუნონ საზოგადოებრივ წესრიგზე. ახალი კონსტიტუციის პროექტს, რომელიც ისლამისტების მიერ დომინირებულმა ასამბლეამ დაამტკიცა, ოპოზიცია და უფლებადამცველები აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის არ უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და ქალებისა და უმცირესობების დაცვას.
XS
SM
MD
LG