Accessibility links

ყაზახეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მესაზღვრეს 15 ადამიანის მკვლელობისთვის


ყაზახეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ მესაზღვრეს, ვლადისლავ ჩელახს, რომელიც დამნაშავედ ცნეს 15 ადამიანის, მათ შორის 14 მესაზღვრის მკვლელობაში. წელს მაისში, 15 მამაკაცის გვამები იპოვეს ჩინეთის საზღვართან, პოსტზე, რომელიც დამწვარი იყო. ჩელახმა ჯერ აღიარა 15 ადამიანის მკვლელობა, მაგრამ მოგვიანებით უკან წაიღო ეს ჩვენება. ის ირწმუნებოდა, რომ აღიარება აიძულეს ზეწოლის შედეგად და რომ სასაზღვრო პოსტზე თავდასხმა მოეწყო. სასამართლომ ის დამნაავედ სცნო განზრახ მკვლელობაში, დეზერტირობაში, ქურდობაში, იარაღის უკანონო ტარებაში და სამხედრო აღჭურვილობის უკანონოდ განადგურებაში. ჩელახის ახლობლების და მხარდამჭერების ეჭვს იწვევს, როგორ შეძლო 19 წლის ახალგაზრდამ, მოეკლა 15 შეიარაღებული პირი.
XS
SM
MD
LG