Accessibility links

სერგეი მარკინი: გივი თარგამაძე აფინანსებდა რუსი ოპოზიციონერების კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას


წინასწარი გამოძიების მასალები ადასტურებენ, რომ გივი თარგამაძე აფინანსებდა რუსი ოპოზიციონერების სერგეი უდალცოვის, კონსტანტინ ლებედევის და ლეონიდ რაზვოჟაევის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას, კერძოდ, რუსეთში მასობრივი არეულობების ორგანიზებას - ამის შესახებ დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი მარკინმა. მისივე თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ წელს გაზაფხულზე ორგანიზებული იყო რუსეთის მოქალაქეთა მივლინება ლიტვაში, ”ფერადი რევოლუციების” მაგალითზე ხელისუფლების მიტაცებისადმი მიძღვნილ სემინარში მონაწილეობისთვის. უდალცოვის, ლებედევის და რაზვოჟაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით მას შემდეგ აღიძრა, რაც ოქტომბერში ტელეკომპანია НТВ-მ უჩვენა დოკუმენტური ფილმი ”პროტესტის ანატომია 2,” რომლის თანახმად, რუსეთის ოპოზიცია უცხოური დაფინანსებით ემზადებოდა ხელისუფლების ძალით დასამხობად. ამავე ფილმში ნაჩვენები იყო ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ავტორთა მტკიცებით, გივი თარგამაძის და სერგეი უდალცოვის შეხვედრას ასახავდა. თარგამაძე და უდალცოვი მსგავსი შეხვედრის ფაქტს უარყოფენ.
XS
SM
MD
LG