Accessibility links

logo-print

26 დეკემბერს გაიმართება ირაკლი ოქრუაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი


თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გაუქმებაზე უარი უთხრა. როგორც მოსამართლემ განმარტა, საქმეში არ არის გამოვლენილი ახალი გარემოებები, ასევე დასაკითხი არიან მოწმეები და არსებობს საფრთხე, რომ მათზე ზეწოლა მოხდეს. აქედან გამომდინარე, ოქრუაშვილისთვის პატიმრობის გაუქმება არ იქნება მიზანშეწონილი. ამასთან, მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ დაიკითხონ გიორგი ლოლუა და გიორგი ხოსრუაშვილი, რომლებიც 2005-2006 წლებში მუშაობდნენ თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკურ დეპარტამენტში. როგორც ადვოკატები აცხადებენ, მათ უშუალოდ ჰქონდათ შეხება ვაზნების შესყიდვასთან. დაცვის მხარემ კიდევ ერთი შუამდგომლობა თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დააყენა, რაზეც უარი მიიღო. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ედება სამსახურებრივ გულგრილობაში. კერძოდ, ბრალდების თანახმად, მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში შეძენილი იყო დიდი რაოდენობით უხარისხო ვაზნები. შემდეგი სასამართლო პროცესი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 26 დეკემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG