Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიიდან ლტოლვილების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა


გაეროს მონაცემებით, ნახევარ მილიონს გადააჭარბა სირიიდან ლტოლვილების რიცხვმა. ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 510 000-მდე სირიელი ან უკვე დარეგისტრირებულია ან რეგისტრაციის პროცესს გადის ლიბანში, იორდანიაში, ერაყში, თურქეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში. ამას გარდა, სავარაუდოდ, სულ ცოტა, 250 000 სირიელი იმყოფება თურქეთის, ეგვიპტის და ლიბანის ტერიტორიებზე რეგისტრაციის გარეშე. ამასობაში, სირიაში გრძელდება ბრძოლა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგულ ჯარებსა და მეამბოხეებს შორის.
XS
SM
MD
LG