Accessibility links

logo-print

ავღანეთს "გრძელი გზა აქვს გასავლელი" ძალადობისაგან ქალებისა და გოგონების დასაცავად


გაეროს შეფასებით, ავღანეთს კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი ძალადობისაგან ქალებისა და გოგონების სათანადოდ დასაცავად. ავღანეთში გაეროს მხარდამჭერმა მისიამ სამშაბათს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ასახულია გარკვეული წინსვლა ძალადობისაგან ქალების დასაცავად სამი წლის წინ მიღებული კანონების განხორციელების მხრივ. მაგრამ ქაბულში სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, გაეროს ამ უწყების წარმომადგენელმა, ჟორჟეტ განიონმა გამოთქვა შეფასება, რომ კანონი ყოველთვის არ ხორციელდება. „მიუხედავად იმისა, რომ პროკურორები და მოსამართლეები სულ უფრო ხშირად ხელმძღვანელობდნენ ამ კანონით ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევებში, რომელთა შესახებაც სულ უფრო ხშირად ხდება ცნობილი, მთლიანობაში, კანონის განხორციელების მაჩვენებელი დაბალია, რაც მიანიშნებს, რომ ავღანეთში ქალებსა და გოგონებს კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი, ვიდრე ამ კანონით იქნებიან დაცული ძალადობისაგან“, განაცხადა ავღანეთში გაეროს მისიის ადამიანის უფლებების განყოფილების დირექტორმა, ჟორჟეტ განიონმა. გაეროს მისიის მონაცემებით, ავღანეთში იმატა იმ შემთხვევების რიცხვმა, როცა ქალები არ მალავენ მათ მიმართ ძალადობის ფაქტებს, რაც დადებით ტენდენციად არის მიჩნეული, რადგან, ქალებს ჩვეულებრივ, ეშინიათ ძალადობის ამბის გახმაურების.
XS
SM
MD
LG