Accessibility links

logo-print

რუსეთი აპირებს, „იაკოვლევის სია“ დაუპირისპიროს მაგნიტსკის კანონპროექტს


რუსეთის მმართველ პარტია „ერთიანი რუსეთის“ საპარლამენტო ფრაქციის ინიციატივით, „დიმა იაკოვლევის სია“ უნდა ეწოდოს ზომას, რომელსაც მიიღებენ შეერთებულ შტატებში „მაგნიტსკის კანონპროექტის“ საპასუხოდ. „ერთიანი რუსეთის“ წევრ ვიაჩესლავ ნიკონოვის თქმით, ეს სახელწოდება გამართლებულია ყველა იმ რუსი ბავშვის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად, ვინც გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის მოქალაქეებმა იშვილეს. დიმა იაკოვლევი ორი წლის იყო, როცა გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მამამ ის ცხრა საათი დატოვა მანქანაში ჩაკეტილი, სიცხეში. გასულ კვირაში აშშ-ის სენატმა დაამტკიცა „მაგნიტსკის კანონპროექტი“, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს რუსეთში ადამიანის უფლებების დამრღვევი პირების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG