Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო: სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება დახურული თემაა


ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მინსკისათვის ამჟამად „დახურული თემაა“ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასის“ ცნობით, ლუკაშენკომ სამშაბათს მინსკში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ, როცა ეს საკითხი მწვავედ იდგა დღის წესრიგში, მან რუსეთის ლიდერებს ჰკითხა, მზად იყნენ თუ არა „მინიმუმამდე დაეყვანათ ბელორუსიისათვის უარყოფითი შედეგები, თუ ის აღიარებდა სამხრეთ ოსეთისა და აფახეზეთის დამოუკიდებლობას“. ლუკაშენკოს თქმით, მოსკოვში მას უპასუხეს, რომ არ იყვნენ საამისოდ მზად. მთავარი კი, ლუკაშენკოს განმარტებით, არის ის, რომ „ბელორუსიის მიერ აღიარება ან არ-აღიარება“ სარგებელს ვერ მოიტანდა. ბელორუსიის პრეზიდენტის აზრით, რუსეთისათვის დღეს ხელსაყრელია, თუკი საქართველო თვითონ მიაღწევს შეთანხმებას სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან.
XS
SM
MD
LG