Accessibility links

logo-print

ევროკავშირში სერბიის გაწევრიანების ვადას ვერ ადგენენ


ევროპის კავშირის მინისტრები ცდილობენ დაადგინონ ვადები, თუ როდის შეიძლება გახდეს შესაძლებელი, ბლოკში სერბიის გაწევრიანება. სამშაბათს გაგრძელდა დებატები იმაზე, თუ როდის დაიწყოს მოლაპარაკება ბელგრადთან გაწევრიანების თაობეზე. ევროკავშირმა მარტში გადაწყვიტა, რომ სერბია ოფიციალურად წევრობის კანდიდატია, მაგრამ მას სირთულეები შეექმნა კოსოვოს მიმართ პოზიციიმ გამო. მისი მთავრობა, მართალია, კოსოვოს თავის ოლქად თვლის, მაგრამ თანახმაა, ნაწილობრივი აღიარებულ ქვეყნის წარმომადგენელთან მოლაპარაკებაში მიიღოს მონაწილეობა. ევროპის კავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნები, მათ შორის გერმანია და პოლონეთი თვლიან, რომ არ არის საჭირო ვადების დადგება, თუ როდის დაიწყება მოლაპარაკება გაწევრიანებაზე. ევროკავშირის ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანონიმურად უთხრა გერმანიის „დე-პე-ას“ სააგენტოს, რომ ევროკავშირს სურს ისეთი განცხადება გააკეთოს, რომელიც სრულყოფილი ვერ იქნება, მაგრამ შესაძლებლობას მოგვცემს, დადებითი სინალი გავუგზავენოთ სერბიასო.
XS
SM
MD
LG