Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა დროებით დახურა თავისი საკონსულო ჰერათში


ირანმა დროებით დახურა თავისი საკონსულო ავღანეთის ქალაქ ჰერათში მას მერე, რაც შენობას დემონსტრანტებმა შეუტიეს. ირანის სააგენტო „ირნა“ იტყობინება, რომ თეირანმა ქაბულს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. კვირას 200-მდე დემონსტრანტი შეეცადა იერიში მიეტანა ირანის საკონსულოზე დემონსტრანტები განარისხა ცნობამ, რომ სავარაუდოდ, ირანში უშიშროების ძალებმა, სამი თვის წინ დახოცეს ავღანელი ემიგრანტები. ბრბომ ქვები დაუშინა საკონსულოს, ჩაიმსხვრა შენობის ფანჯრები. უშიშიროების ძალებმა შეტევა მოიგერიეს ჰაერში გამაფრთხილებელი სროლით. დემონსტრანტებმა ირანს მოუწოდეს, გადასცეს მათ დახოცილთა გვამები.
XS
SM
MD
LG