Accessibility links

logo-print

მანდატურები აღარ გაივლიან კურსებს შს აკადემიაში


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად დასანიშნად პირს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, მოსამზადებელი კურსების გავლა აღარ მოეთხოვება. ამით საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთა სფერო შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას მთლიანად ჩამოსცილდება, რასაც ”ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. ამიერიდან, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მანდატურების მოსამზადებელი კურსები მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით იქნება დამტკიცებული.
XS
SM
MD
LG