Accessibility links

logo-print

მსოფლიო კოსმოსში ჩრდილოეთი კორეის მიერ რაკეტის გაშვებას გმობს


საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო ჩრდილოეთი კორეის მიერ, კოსმოსში ბალისტიკური რაკეტის, სავარაუდოდ, წარმატებული გაშვება. პხენიანის თანახმად, მეტეოროლოგიური დანიშნულების თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე ოთხშაბათს გაიყვანა. აშშ-მა ფაქტი დაადასტურა. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა განაცხადა, რომ აქტი გაეროს რეზოლუციის აშკარა დარღვევაა. სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და აშშ-მა დაგმეს აქტი, როგორც შორი რადიუსის რაკეტების ტექნოლოგიის გამოცდის აკრძალვის დარღვევა. რუსეთმა და ჩინეთმა სინანული გამოთქვეს პხენიანის ნაბიჯის გამო. გაეროს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომაზე განიხილავს საკითხს. ბალისტიკური რაკეტების გაშვება, სხვათა შორის სამშვიდობო მიზნითაც, აკრძალულია გაეროს რეზოლუციით.
XS
SM
MD
LG