Accessibility links

logo-print

სირიის ოპოზიციისთვის მხარის დაჭერა შეთანხმებას ეწინააღმდეგება, თვლის რუსეთი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან სირიის ოპოზიციის აღიარება, ეწინააღმდეგება ადრე მიღწეულ შეთანხმებას, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურად მოგვარდეს კონფლიქტი. სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო, როცა ვაშინგტონმა აღიარა ახლად ჩამოყალიბებული ოპოზიციური კოალიცია სირიელი ხალხის კანონიერ წარმომადგენლად. მოსკოვში გამართულ პრესკონფრენეციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-მა ყველა ფსონი პრეზიდენტ ასადის მთავრობაზე ამ კოალიციის სამხედრო გამარჯვებაზე დადო. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, „ეი-ბი-სი-ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გამოაცხადა გადაწყვეტილების შესახებ და თქვა, რომ სირიის ეროვნული კოალიცია საკმარისად მომცველია იმისთვის, რომ იმსახურებდეს საერთაშორისო აღიარებას. ვაშინგტოშნი და მისი მოკავშირეები სირიის ოპოზიციისთვის მხარდაჭერის გარშემო მსჯელობენ მაროკოში, ოთხშაბათს.
XS
SM
MD
LG