Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა თავის ყოველწლიურ მიმართვაში გაკიცხა უცხოეთის ჩარევა საშინაო საქმეებში


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავის ყოველწლიურ მიმართვაში ფედერალური კრებისადმი გაფრთხილება გამოთქვა უცხოეთიდან ამ ქვეყნის საშინაო საქმებში ჩარევის თაობაზე. პუტინმა თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ფულად სახსრებს იღებენ უცხოეთიდან, არ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკაში ჩართვის შუფლება. ეს მესამე ვადით პრეზიდეტად არჩევის შემდეგ პუტინის პირველი მიმართვა იყო პარლამენტისადმი. მის კვლავ არჩევას თან ახლდა საპროტესტო მასობრივი გამოსვლები, დემონსტრანტების დაპატიტმრებები. თავის სიტყვაში პუტნმა თქვა, რომ რუსებს სჭირდებათ შეინარჩუნონ ეროვნული იდენტიფიკაცია. კრემლის მმართველი თვლის, რომ ხელისუფლება არ მისცემს ნებას ეთნიკურ ანკლავებს იქონიონ საკუთარი წესები, და კანონები და რომ იმიგრაციის შესახებ კანონ უნდა გამკაცრდეს.
XS
SM
MD
LG