Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა ინდოელი მუსიკოსი რავი შანკარი


92 წლისა გარდაიცვალა ცნობილი ინდოელი მუსიკოსი, რავი შანკარი. ის კალიფორნიაში, სან დიეგოში ოპერაცის შედეგად გარდაიცვალა. შანკარმა სახელი გაითქვა, როგორც ინდურ ინსტრუმენტზე, სიტარზე შემსრულებელმა. ის ამ ინსტრუმენტზე დაკვრას ასწავლიდა „ბიტლზის“ წევრს, ჯორჯ ჰარისონს. შანკარი გამოდიოდა დასავლელ სხვა ვარსკვლავებთან ერთად. 1969 წელს მან მონაწილეობა მიიღო ლეგენდარულ ფესტივალში, ვუდსტოკში.
XS
SM
MD
LG