Accessibility links

logo-print

ეგვიპტის ოპოზიცია რეფერენდუმზე ახალი კონტიტუციის უარყოფისკენ მოწოდებით გამოდის


ეგვიპტის მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ საზოგადოებას მოუწოდა, რეფერენდუმზე უარი უთხრას ახალი კონსტიტუციის სადავო პროექტს; ეროვნული ხსნის ფრონტის განაცხადებით, ის ბოიკოტს გამოუცხადებს რეფერენდუმს, თუ უბნებზე არ იქნებიან საკმარისი რაოდენობის მეთვალყურეები და სახელმწიფოს მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი სათანადო უსაფრთხოება. ჯგუფი მოითხოვს საერთაშორისო მეთვალყურეების დაშვებასაც. რეფერენდუმი 15 დეკემბერს იწყება. ოპოზიცია არ ეთანხმება ახალი კონსტიტუციის პროექტს, რომელიც, მისი აზრით, არ უხრუნველყოფს უფლებების დაცვას და რომელიც პრეზიდენტ მურსის ისლამისტი მომხრეების მიერ არის შექმნილი. ეგვიპტის არმიამ გადადო ოთხშაბათისთვის დაგეგმილი შეხვედრა ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის და მიზეზად მიწვეულ მონაწილეთა პასიურობა დაასახელა.
XS
SM
MD
LG