Accessibility links

სირიის ოპოზიციური, ეროვნული კოალიცია სირიელი ხალხის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია


120-ზე მეტი ქვეყნის და ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩავიდნენ მაროკოში, სადაც გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, აღიარონ ახლახან შექმნილი სირიის ოპოზიციური ეროვნული კოალიცია სირიელი ხალხის ერთადერთ „კანონიერ წარმომადგენლად“. „სირიის მეგობრებად“ წოდებული ჯგუფის განცხადებაში, რომელიც მარაკეშში შეკრებილებმა გაავრცელეს, წერია, რომ პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადმა დაკარგა ლეგიტიმაცია, მართოს სირია. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სამშაბათს განაცხადა, რომ აღიარებს ჯგუფის ლეგიტიმურობას, რომელსაც, ობამას თქმით, სირიის ეროვნული კოალიცია საკმარისად მომცველია იმისთვის, რომ იმსახურებდეს საერთაშორისო აღიარებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან სირიის ოპოზიციის აღიარება ეწინააღმდეგება ადრე, ჟენევაში, ივნისში მიღწეულ შეთანხმებას, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურად უნდა მოგვარდეს კრიზისს.
XS
SM
MD
LG