Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო გმობს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვებას


გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვება. ფხენიანმა გუშინ დაარღვია საერთაშორისო სამართალი და გაეროს სანქციები, როცა, მისი განმარტებით, დედამიწის ორბიტაზე გაიყვანა მეტეოროლოგიური დანიშნულების თანამგზავრი. ოთხაშაბთს, გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ კარს მიღმა გამართული სხდომის შემდეგ, უშიშროების საბჭოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, მაროკოს წარმომადგენელმა მუჰამედ ლულიჩკმა უთხრა ჟურენალისტებს, რომ რაკეტის გაშვება არის „უშიშროების საბჭოს რეზოლუციების აშკარა დარღვევა“ და რომ უშიშროების საბჭო გააგრძელებს კონსულტაციებს „სათანადო საპასუხო ზომაზე“. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გმობს ფხენიანის ქმედებას, როგორც გაეროს სანქციების დარღვევას. აშშ, სამხრეთი კორეა და იაპონია აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვება ემსახურება ბირთვული ტექნოლოგიის განვითარებას.
XS
SM
MD
LG