Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეონ პანეტა ჰამიდ კარზაის შეხვდება


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა დღეს ქაბულში შეხვდება ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის. პანეტა ავღანეთში ოთხშაბათს ჩავიდა და გუშინვე სადილზე შეხვდა კოალიციის ძალების სარდალ - გენერალ ჯონ ალენს, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად. პანეტას ვიზიტის მიზანია რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს ამერიკელ სამხედროთა ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ავღანეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად 2014 წლის შემდეგ. თეთრი სახლი ვარაუდობს, რომ საერთაშორისო ძალების მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგ ქვეყანაში 6000-დან 10000-მდე ამერიკელი სამხედრო დარჩება, რომ შეინარჩუნოს სტაბილურობა და ხელი შეუშალოს ალ-ყაიდასა და სხვა ტერორისტულ ჯგუფების ხელახალ გაძლიერებას.
XS
SM
MD
LG