Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ცენტრალური ბანკი ზედამხედველობას გაუწევს ევროზონის ბანკებს


ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 2014 წლიდან ევროზონის ბანკებს ზედამხედველობას გაუწევს ევროპის ცენტრალური ბანკი. საკითხზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდა ხუთშაბათს, რასაც წინ უძღოდა 14 საათიანი მოლაპარაკებები და რამდენიმეთვიანი მუშაობა საკითხზე. ევროპის ცენტრალური ბანკი ზედამხედველობას გაუწევს ევროზონის სულ ცოტა 150 უმსხვილეს ბანკს. ევროკომისარმა მიშელ ბარნიემ განაცხადა, რომ შეთანხმება ”არის დიდი ნაბიჯი საბანკი კავშირისკენ”. ახლა შეთანხმება ევროკავშირის ლიდერებმა უნდა დაადასტურონ. ორდღიანი სამიტი ბრიუსელში დღეს დაიწყება. ამის შემდეგ ბანკებზე ზედამხედველობის შეთანხმება ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ეს შეთანხმება ადასტურებს ევროზონის წევრი ქვეყნების უნარს გაერთიანდნენ ბლოკის პრობლემების გადასაჭრელად.
XS
SM
MD
LG