Accessibility links

logo-print

დამასკთან აფეთქების შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი


დამასკთან დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა 16 და დაიჭრა 20-მდე ადამიანი. ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. ამ ცნობაში „ტერორისტებს“ აკისრებენ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას. როგორც იუწყებიან, ინციდენტი მოხდა ხუთშაბათს ქალაქ ქატანაში - აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა, რომელიც სკოლის მახლობლად იდგა. უფრო ადრე სირიელმა ოპოზიციონერებმა გაავრცელეს ცნობა აფეთქებაზე ამავე ქალაქში არმიის საცხოვრებელ კომპლექსთან. აქტივისტები იუწყებიან ასევე, რომ დამასკთან გრძელდება შეტაკებები მეამბოხეებსა და მთავრობის ჯარებს შორის. ოთხშაბათს საღამოს სამი ბომბი აფეთქდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG